ერნესტ ავსტრიელი
ერნესტ ავსტრიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 ივნისი 1553 ვენა, ავსტრია |
გარდაცვალების თარიღი |
20 თებერვალი 1595 ბრიუსელი, ესპანური ნიდერლანდები |
რელიგია | ქრისტიანობა, კათოლიციზმი |
მშობლები |
მამა: მაქსიმილიან II დედა: მარია ესპანელი |
ერნესტ ავსტრიელი (გერმ. Karl II. Ernst von Österreich; დ. 15 ივნისი 1553, ვენა — გ. 20 თებერვალი 1595, ბრიუსელი) — შუა ავსტრიის ერცჰერცოგი, ასევე ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი 1594-1595 წლებში, საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მარია ესპანელის მეოთხე შვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერნესტი დაიბადა 1553 წელს, ქალაქ ვენაში, ფერდინანდ I-ის მმართველობის პერიოდში. აღიზარდა და განათლება მიიღო ესპანეთში, ბიძამისის,ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ის კარზე, მადრიდში. 1573 და 1587 წელს იყო პოლონეთის მეფობის კანდიდატი. მამის, მაქსიმილიან II-ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მამულები შუა ავსტრიაში, აქტიურად დევნიდა პროტესტანტებს.
1590 წელს მისმა ძმამ, იმპერატორმა რუდოლფ II-მ, დანიშნა მისი ბიძაშვილის, შუა ავსტრიის ერცჰერცოგისა და მომავალი საღვთო რომის იმპერატორის ფერდინანდის რეგენტად. ერნესტმა დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა და დიდი როლი ითამაშა ფერდინანდის აღზრდაში.
1594-1595 წლებში იყო ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი. გარდაიცვალა 1595 წლის 20 თებერვალს, ბრიუსელში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Joseph Haydn, James Bertrand Payne: Haydn's universal index of biography from the creation to the present time: for the use of the statesman, the historian, and the journalist, E. Moxon, 1868. pp. 156
- Almut Bues: Die habsburgische Kandidatur für den polnischen Thron während des Ersten Interregnums in Polen 1572/1573. Dissertationen der Universität Wien, Vereinigung der wissenschaftlichen Gesellschaften Österreichs, Wien 1984, ISBN 3-85369-559-0.